კეთილარი
კეთილარი

მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი  კეთილარის ადმინისტრაციულ ერთეულში

სახელი: 

გვარი: 

მობილური: 


 
კეთილარის თემი მდებარეობს ოდიშის დაბლობზე, მდინარე რიონის მარცხენა ნაპირას. ზღვის დონიდან 15 მეტრზე.  ქალაქ აბაშიდან დაშორებულია 32 კილომეტრით, ჯაპანიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 6.5 კილომეტრით. კეთილარის თემში შედის შემდეგი სოფლები: კეთილარი, გულეიკარიდა გაღმა კოდორი. თემის მოსახლეობაშეადგენს 960 ადამიანს.
სოფ. გულეიკარის ცენტრში მდებარეობს მორუხო თლილი ქვით მე-17 - მე-18 საუკუნეებში ნაგები ბაზილიკის ტიპის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი, რომელიც წარმოადგენს სამნავიან ბაზილიკას. ტაძარი აშენებულია 1845 წელს დადიანების მმართველობის ხანაში ადგილობრივი აზნაურების-ჭილაძეების და დადიანების თაოსნობით. ტაძარი 1913 წელს ექვთიმე თაყაიშვილმა მოინახულა და აღწერა. მისი ცნობით: ამ ეკლესიაში ინახებოდა სამი ვერცხლის ხატი. ამათგან თავი ხატი წმინდა გიორგისა ,,გულოვან წმინდა გიორგად წოდებული”  ითვლებოდა სასწაულმოქმედ ხატად. ტაძარში ინახებოდა აგრეთვე  ,,მურვან ყრუს ხმლად” წოდებული რელიქვია.
აბაშის გერბი

აბაშის დროშა

ბანერები