პირველი მაისი
პირველი მაისი

მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი ქ. აბაშის ადმინისტრაციულ ერთეულში

 

სახელი:  

გვარი: 

მობილური: 

 ნესტორ

ძიძიგური

599 85 57 39


 

პირველი მაისის თემის მოსახლეობა შეადგენს 1470 ადამიანს.

პირველი მაისის თემი აერთიანებს სოფლებს: პირველ მაისს, თხმელარს, გაუწყინარს, ქვიშანჭალას. სოფ. საჭილაო (პირველი მაისი) მდებარეობს ცხენისწყლისა და რიონის შესართავთან. ტოპონიმი „საჭილაო“ უკავშირდება გვარ ჭილაძეს. ჭილაძეები შუა საუკუნეებში ძლევამოსილი და სახელგანთქმული თავადები იყვნენ. მათ საბატონოს მე-14-მე15 საუკუნეებში წარმოადგენდა მთელი თანამედროვე აბაშის რაიონი, საცხოვრებელი ადგილი კი იყო ტყვირი. მე-17 საუკუნიდან კი დაქვეითდნენ და მხოლოდ ტყვირი, საჭილაო და გულეიკარი შერჩათ. ბოლოს , მე-19 საუკუნეში და მე-20 საუკუნის დასაწყისისათვის,  ჭილაძეები მხოლოდ სოფელ გულეიკარს შემორჩნენ.

ამჟამად პირველი მაისის თემში მოქმედებს ორი ეკლესია:  სოფ. ქვიშანჭალის წმ. გიორგის სახელობის ეკლესია, რომელიც იკურთხა 2011 წლის 8 მაისს ჭყონდიდელი  მიტროპოლიტი, მეუფე პეტრეს მიერ და სოფ. პ/მაისის წმ. გიორგის სახელობის ეკლესია, რომელიც იკურთხა 2008 წლის 23 ნოემბერს . ტაძრის წინამძღვარია ტყვირის ეკლესიის მოძღვარი დეკნოზი ეგნატე მიქაძე.

აბაშის გერბი

აბაშის დროშა

ბანერები