სეფიეთი
სეფიეთი

მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი სეფიეთის ადმინისტრაციულ ერთეულში

 

სახელი:  

გვარი: 

მობილური: 

 

ამირანი

მელია

599 87 71 27


 

სოფ. სეფიეთის მოსახლეობა შეადგენს 877 ადამიანს.  

სოფლის ღისშესანიშნაობას წარმოადგენს სეფიეთის მთავარანგელოზის ეკლესია (IV-Vს.ს.), რომელიც მდებარეობს აბაშა-მარტვილის გზაზე. აბაშიდან 12 კმ-ის დაშორებით ტაძარი მდ. აბაშის მარცხენა სანაპიროზეა აშენებული. მას ორი დამოუკიდებელი ნაგებობის წაგრძელებული ფორმა აქვს, რადგან ერთმანეთსაა მიშენებული და წარმოადგენს ტიპიურ სამნავიან ბაზილიკას. დასავლეთის ნაწილი შედარებით დაბალი ნაგებობაა და ქვის მსხვილი ფილებითაა ნაგები. კედელი უპროპოციოა, ხოლო მთავარი ნაგებობა ძველი ქართული აგურით და შიგადაშიგ ქვის ფილებით. დასავეთის ნაწილს ხანდაზმულნი ტყეში ნაპოვნ ტაძრად მიიჩნევენ. თითქოს მონადირე ტყეში დაჭრილი ირმის კვალს გაკიდებია და ეს ადგილი უპოვნია. შემდეგ აქ ჩამოსახლებულან  ის და მისი ახლობლები, ტყე გაუჩეხავთ ტაძარი გაუფართოებიათ და  ეს დიდი ნაგებობა მიუშენებიათ. სპეციალისტთა განმარტებით სეფიეთის ეკლესია მე-5 საუკუნის არქიტექტურული ნაგებობაა. კარის მარჯვნივ ქვემოთ რამდენიმე დიდებული ფრესკაა, რომელიც თაყაიშვილს ძლივს ამოუკითხავს: ,,ელაჭიში ოჩიგავა” . ამის გამგონეს სეფიეთის მნათეს ღმერთი უდიდებია – სიმართლეს  რომ არ ჰკარგავთო. ექვთიმეს გამოუკითხავს, თუ რა სიმართლეზე ჩიოდა ის. მას უთქვამს ,,მე გვარად ოჩიგავ ვარ. წინეთ სულ ჩვენი გვარის კაცები ყოფილან აქ დიდებულნი. შემდეგ გაძლიერებულან თოფურძენი, ჩვენი გვარის კაცთა სურათები წაუშლიათ და თავიანთი დაუხატავთჴ. სეფიეთის მნათეს მიერ ნათქვამი ეს ამბავი საფუძველს მოკლებული არ უნდა იყოს. თვით გვარის – ,,ოჩიგავას  ჟღერადობა მეტადსაინტერესოა. ,,ოჩი” ”მეგრულად  ცხვრის ყოჩს  ნიშნავს.

აბაშის გერბი

აბაშის დროშა

ბანერები