ანსამბლები
ანსამბლები
 

 სიმღერისა და ცეკვის სახალხო ანსამბლი ,,ჰარირა“

   

1973 წელს აბაშის სარაიონო კულტურის სახლთან არსებულ სიმღერისა დაცეკვის ანსამბლს ლეგენდარული ნოკო ხურციას პატივსაცემად სახელად ეწოდა ,,ჰარირა“. იგი  იყო ერთ-ერთი თვითმოქმედი კოლექტივი, რომელიც 1974 წელს საგასტროლოდ კუბის სახალხო რესპუბლიკაში გაემგზავრა და იქ დაგეგმილზე ბევრად მეტიხანი დაჰყო. გასული საუკუნის 70-იანი – 80-იანი წლების  ანსამბლის საგასტროლო ტურნე ასეთია: 1978-82 წლები-(მაშინდელი) ჩეხოსლოვაკია, 1980 წელი-პოლონეთი, 1986 -1989 წელი – ესტონეთი. სპეციალურად ,,ჰარირასათვის“ სიმღერები შექმნეს შოთა მილორავამ და მიხეილ ჩირინაშვილმა. ანსამბლთან პერიოდულად მუშაობდა ბატონი  ანზორ კავსაძე. 1978 წელს ანსამბლს, თვითმოქმედი კოლექტივისათვის არსებული უმაღლესი, –  ,,სახალხო ანსამბლის“ წოდება მიენიჭა. ანსამბლის  შემოქმედების პირველწყაროა  ქართული ფოლკლორი, უფრო ზუსტად მეგრული ფოლკლორი. ,,მეგრული ქორწილი’’, ,,ჯარალუა”, ,,ჯარალუა ჰარირათი’’ წლების მანძილზე მისი სავიზიტო ბარათი იყო...
 
,,ჰარირას’’ მე-2 სუნთქვა 2004  წლიდან დაიწყო... მეგრული,,ოსხაპუეთი’’, ,,ოსხუნურით’’ და „ვარადორადა’’-თი- ძველი ,,მეგრული ნოდური’’-ით მონაწილეობდა 2005-ში  ფოლკლორის ეროვნულ დათვალიერება- ფესტივალზე და  გაცვლით საკონცერტო პროგრამებში, რომლის ფარგლებშიც ანსამბლს გადაეცა ქართული ეროვნული კოსტუმები და აქსესუარები.
განახლებული პროგრამითა და შემადგენლობით ,,ჰარირა“ წარმატებით მონაწილეობს  ხობის   საერთაშორისო ფესტივალში ,,სიმღერასამეგრელოზე”, საერთაშორისო ეთნო-ფესტივალ „არტ-გენში“, მუნიციპალიტეტსა და მის ფარგლებს გარეთ გამართულ ფესტივალებში, კონცერტებში, სახალხო ზეიმებში, საერო და საეკლესიო  დღესასწაულებში.
 
სიმღერისა და ცეკვის სახალხო ანსამბლ ,,ჰარირას”  არსებობის 8 ათეული წლის  აღსანიშნავად 2010-ში კულტურის ცენტრის შესასველთან გაიხსნა ანსამბლის  სახელობის ტატანი.
 
ქორეოგრაფი:  ნოე ბოკუჩავა        
მობილური: 599 106709;
კონსულტანტი: ანზორ თორდია
მობილური: 599 106749
ლოტბარი:  ნანა  ბოკუჩავა;  
მობილური:599 471309
მისამართი: აბაშა, უჩა კაჭარავას ქუჩა №1

ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,ქილორი“

1978 წელს ჩამოყალიბდა  ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,ქილორი“ (,,ქილორი“ მეგრული სიტყვაა და ქართულად ხოხობს ნიშნავს). ანსამბლში გაიზარდნენ და დღესაც ცეკვის ხელოვნებას ეუფლებიან „ჰარირას“ მომავალი წევრები. მუნიციპალიტეტში ერთ-ერთი პირველი საბავშვო ანსამბლის შექმნის მიზანი თავიდან სწორედეს ყოფილა. „ჰარირასავით“ სვებედნიერ, წარმატებებით დახუნძლულ ანსამბლს  საინტერესო ისტორია აქვს. მსოფლიო ხალხთა ცეკვების, ფოლკლორის საერთაშორისო, ქართული ხალხური ცეკვების მრავალი ფესტივალ-კონკურსების ოქროს მედლების, სახელობითი პრიზების  მფლობელი, ლაურეატი, ღირსშესანიშნავი ღონისძიებების, საზეიმო საკონცერტო პროგრამების მონაწილე ანსამბლი საგასტროლოდ იმყოფებოდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის: ჩეხეთში, სლოვაკიაში, პოლონეთში, ესტონეთში, მაკედონიაში, თურქეთში, უკრაინაში,რუსეთის ფედერაციაში.მრავალფეროვანია ანსამბლის რეპერტუარი. ცეკვების სიუჟეტების თემატურად აგება, დახვეწილი შესრულება, გემოვნებით შერჩეული კოსტუმები, ცეკვასთან შერწყმული აკომპანიმენტი ანსამბლს სხვა საშემსრულებლო კოლექტივებისაგან გამოარჩევს.
„ქილორი“  წლეულს დაარსების 35-ე წლისთავის აღნიშნავად ემზადება.

ქორეოგრაფები: ნოე ბოკუჩავა  –  მობილური:599 10 67 09
ანზორ თორდია – მობილური:599 10 67 49
მისამართი: უჩა კაჭარავას ქუჩა №1

ფოლკლორული  ჯგუფი: ,,თოლიგე“

ფოლკლორული ჯგუფი „თოლიგე“ შეიქმნა  2011 წელს. ჯგუფის შემადგენლობა დაკომპლექტებულია როგორც პროფესიონალი ისე არაპროფესიონალი, მოყვარული მომღერლებით.
„თოლიგე“-ს დებიუტი შედგა 2011 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო კონცერტზე. შემდეგ იყო წარმატებული გამოსვლები სახალხო ზეიმ „აბაშობაზე“, საზეიმო და სხვა სახის კონცერტებზე.
ჯგუფის რეპერტუარი მრავალფეროვანია და იგი მოიცავს საქართველოს ყველა კუთხის ფოლკლორს.
 
ხელმძღვანელი: ინგაჩორგოლაშვილი
მობილური: 593 79 14 50
მისამართი: აბაშა, უჩა კაჭარავას ქუჩა №1

ა(ა)იპ აბაშის მუნიციპალიტეტის ხელოვნების სკოლის ქორეოგრაფიული ანსამბლი ანსამბლი ,,იმედი“
 
 
ანსამბლი ,,იმედი“ ჩამოყალიბდა 2006 წელს. რეპერტუარის მრავალფეროვნებამ, შესრულების ახალმა, გამორჩეულმა სტილმა ქორეოგრაფიული ანსამბლის პოპულარობა, კონკურსებსა და ფესტივალებში წარმატებით მონაწილეობა განაპირობა. „ჩემი ხატია სამშობლო“ - პატრიოტული სიმღერებისა და ცეკვების მე-2 (2006 წ.), „ცისკრის ვარსკვლავი“ – ფოლკლორისა და ესტრადის მე-7 (2008 წ.), „ოქროს დელფინი-2009“, ფოლკლორის მე-8, მე-9 საერთაშორისო კონკურს-ფესტივალებში ანსამბლის მონაწილეობა 1-ლი ხარისხის დიპლომებითა და მრავალგზის უმაღლესი ჯილდოთი „გრან-პრით“ ფლობელობით აღინიშნა. 2011-2012 წ.წ. ანსამბლი ზედიზედ ორჯერ გახდა რესპუბლიკური კონკურს-ფესტივალის „ჩემი ხატია სამშობლოს“ ,,გრან-პრის“ მფლობელი.
 
ქორეოგრაფი: ზურაბ ჟღენტი
მობილური: 591 630101
მისამართი: უჩა კაჭარავას ქუჩა №6

ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,ანანური“

   აბაშელთათვის ერთ-ერთი საყვარელი, ასაკის მიუხედავად საკმაოდ ცნობილი ანსამბლია განსხვავებული სახელით, რეპერტუარის მრავალფეროვნებით, ცეკვების ლამაზი შესრულებით.
საქართველოს ყველა კუთხის ცეკვა, ცნობილი და ნაკლებად ცნობილი კავკასიური ცეკვები ერთ მთლიანობაში შეკრული,  შინაარსით დატვირთული საუცხოო ქორეოგრაფიული სანახობაა, რომელიც ყოველთვის დიდ მოწონებას იმსახურებს. ლაზურ - კოლხური ცეკვების ფესტივალ-კონკურსი „ლაზიკა - 2010-2011-2012“-ის ლაურეატი (ქ. ფოთი), მაღალი საშემსრულებლო ხელოვნებისათვის ქორეოგრაფიული ხელოვნების ფესტივალის “შემოდგომის ზეიმი-2012“-ის გამარჯვებული (ქ. ზუგდიდი),  ფოლკლორის მე-5 საერთაშორისო ფესტივალ-კონკურსების – „ზღვის ჰარმონია“ -2009-2010 პირველი ხარისხის დიპლომის მფლობელი (ქ. ქობულეთი), ქართული ხალხური ქორეოგრაფიული ანსამბლების ფესტივალის დიპლომანტი (ქ. ქუთაისი), საერთაშორისო ხელოვნების ფესტივალი ,,ტურიზმი-ეროვნული კულტურის დესპანის“ მონაწილე, საუკეთესო კომპოზიციისათვის არაერთგზის სახელობითი, –  მათ შორის ლატავრა ფოჩიანისა და ფატმან კობალიანის სახელობის, – პრიზების მფლობელი ქორეოგრაფიული ანსამბლი განახლებული შემადგენლობითა და პროგრამით  მალე თავის რიგით მე-5 საანგარიშო კონცერტს გამართავს.
 
ქორეოგრაფი:  ელისო გაბელაია;  
მობილური:598  10 85 78;
მისამართი: აბაშა, უჩა კაჭარავას ქუჩა №1
აბაშის გერბი

აბაშის დროშა

ბანერები