ახალი ამბები
ევროპის დღეები
ევროპის დღეები

ევროპის დღეების ფარგლებში, აბაშის პირველ საჯარო სკოლაში, საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ-ის "ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის" ორგანიზებით, ვიქტორინა "რა ვიცით ევროკავშირის შესახებ" გაიმართა. ვიქტორინაში აბაშის მუნიციპალიტეტის 8 საჯარო სკოლა მონაწილეობდა. კონკურსში პირველი ადგილი აბაშის პირველი საჯარო სკოლის გუნდმა დაიკავა, მეორე ადგილზე კი სოფელ ტყვირის საჯარო სკოლის გუნდი გავიდა.მონაწილეებს პრიზები და სერტიფიკატები გადაეცათ ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს: აბაშის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ კონსტანტინე ხარძიანმა, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა მერაბ მიგინეიშვილმა და პირველი საჯარო სკოლის დირექტორმა დოდო დოლიძემ.
ღონისძიება აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, საგანმანათლებლო რესურსცენტრთან და აბაშის პირველ საჯარო სკოლასთან თანამშრომლობით განხორციელდა.
„ევროპის დღეები-2018“ 22 მაისამდე გაგრძელდება. ღონისძიებები სსიპ-ის „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ და საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ევროკავშირის წარმომადგენლობასთან ორგანიზებით, წელს მეექვსედ იმართება. ევროპის დღეების მიზანი ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების, მიმდინარე ინტეგრაციის პროცესის შესახებ, საქართველოს მოქალაქეების ინფორმირება და სხვადასხვა სამიზნე ჯგუფების ჩართულობის გაზრდაა.

21-05-2018
აბაშის გერბი

აბაშის დროშა

ვიდეოკლიპი

აგვედევნეთ
 
 

 

ბანერები