ახალი ამბები
აბაშასა და გაშოვიცეს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
აბაშასა და გაშოვიცეს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

აბაშის მუნიციპალიტეტსა და პოლონეთის ქალაქ გაშოვიცეს (Gaszowice) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. 
აბაშის მუნიციპალიტეტის მერიაში სტუმრების მიღების შემდეგ, შეხვედრა სოფელ ძველ აბაშაში, კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმის ეზოში გაიმართა, სადაც, ორმხრივ შეთანხმებას, აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან მაკალათიამ და ქალაქ გაშოვიცეს (Gaszowice) მერმა პაველ ბუგდოლმა, მოაწერეს ხელი.
პოლონეთის დელეგაციაში იმყოფებოდნენ: პოლონეთის პარლამენტის წევრები, პოლონურ-ქართული სავაჭრო პალატის პრეზიდენტები მარჩინ რუტოვიჩი და სტანისლავ რაჟნიევსკი. მემორანდუმი ითვალისწინებს თანამშრომლობას განათლების, კულტურის და სოციალურ-ეკონომიკურ სფეროებში, გარდა ამისა, მხარეები ვალდებულებას იღებენ, ხელი შეუწყონ ორ ქალაქს შორის მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბებას, განსაკუთრებით ითანამშრომლონ ტურიზმის განვითარების სფეროში და დანერგონ აქტივობები. პარტნიორობა საზოგადოების წევრებს დაეხმარება საქმიანი და პირადული ურთიერთობებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნაში. 
სტუმრებმა დაათვალიერეს კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმი, სადაც მათ დახვდნენ მერიის თანამშრომლები, კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრთან არსებული ანსამბლ „ჰარირას“ წევრები, პატარა ჩოხოსნები: ნატალი ქვილითაია და მარიამ თოფურია. შესრულებულ იქნა ქართული ხალხური სიმღერები.
მხარეებმა ერთმანეთს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს. დელეგაციის წევრებმა მადლობა გადაუხადეს მასპინძლებს გულთბილი დახვედრისათვის.

28-05-2018
აბაშის გერბი

აბაშის დროშა

ვიდეოკლიპი

აგვედევნეთ
 
 

 

ბანერები