ახალი ამბები
ტექნიკის გადაცემა მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბში
ტექნიკის გადაცემა მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბში

აბაშის მუნიციპალიტეტში, მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბში, სპეციალიზებული ტექნიკის და აღჭურვილობის გადაცემის ღონისძიება გაიმართა. 17 ტრაქტორი და პერსონალური დამცავი აღჭურვილობა, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID), აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით, სურსათის ეროვნულ სააგენტოს გადასცა. ღონისძიებას აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელიზაბეთ რუდი დაესწრო. ამერიკელი დიპლომატი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველ მოადგილესთან, ნოდარ კერესელიძესთან, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსთან, ზურაბ ჩეკურაშვილთან და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორთან ლევან შონიასთან ერთად, საკოორდინაციო შტაბში ბრძოლის ღონისძიებების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას გაეცნო და მობილიზებული ტექნიკა დაათვალიერა. „ჩემთვის დიდი პატივია დღეს, რომ ვიმყოფები აბაშაში. მოხარულები ვართ, რომ ვთანამშრომლობთ საქართველოსთან და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით ვეხმარებით ფაროსანასთან ბრძოლაში. სურსათის ეროვნულ სააგენტოს აქვს ტექნიკა, მონიტორინგის სისტემა და აღჭურვილობა. დამატებით კიდევ გადავეცით 17 ახალი ტრაქტორი, რომელიც აღჭურვილია პესტიციდების გაფრქვევის უსაფრთხო სისტემით. ეს მავნებელი გავრცელებულია ამერიკის შეერთებულ შტატებშიც და გამოცდილებიდან გამომდინარე, ვიცით, რომ მისი სრული განადგურება შეუძლებელია, თუმცა შესაძლებელია მისი კონტროლი“,_განაცხადა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდიმ.

  მეტი ფოტო>>

31-05-2018
აბაშის გერბი

აბაშის დროშა

ვიდეოკლიპი

აგვედევნეთ
 
 

 

ბანერები