ახალი ამბები
წარმატებული სპორტსმენი მოსწავლეები
წარმატებული სპორტსმენი მოსწავლეები

სასკოლო სპორტული ოლიმპიადის დასავლეთ საქართველოს ზონალური თამაშები, 3X3 კალათბურთსა და მაგიდის ჩოგბურთში, ქუთაისში გაიმართა. აბაშის მუნიციპალიტეტიდან, რეგიონული შეჯიბრების გამარჯვებული გუნდები კალათბურთში - ქ.აბაშის მეორე საჯარო სკოლის გოგონათა გუნდი, მაგიდის ჩოგბურთში კი, ქ. აბაშის პირველი საჯარო სკოლის ვაჟთა გუნდი მონაწილეობდა, ორივე სკოლის გუნდი დასავლეთ საქართველოს ზონის ჩემპიონი გახდა. თამაშები, საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის მიერ შემოთავაზებული პროექტის „მოსწავლე ახალგაზრდობის სპორტში მასობრივი ჩართვის ეროვნული პროგრამის“ ფარგლებში გაიმართა. ივნისში, წარმატებული სპორტსმენი მოსწავლეები საქართველოს ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ.

მეტი ფოტო>>

01-06-2018
აბაშის გერბი

აბაშის დროშა

ვიდეოკლიპი

აგვედევნეთ
 
 

 

ბანერები