ახალი ამბები
ინტელექტუალური თამაში “რა? სად? როდის?”
ინტელექტუალური თამაში “რა? სად? როდის?”

აბაშის მუნიციპალიტეტში, პირველი საჯარო სკოლის დარბაზში, „ინტელექტის დღე-2018 საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ჩემპიონატი ინტელექტუალურ თამაშში “რა? სად? როდის?” გაიმართა. თამაშში მონაწილეობდა აბაშის მუნიციპალიტეტის 16 სკოლის გუნდი, დასმული იყო 30 შეკითხვა. თამაშის პირველი ეტაპი დასრულდა №1 და N2 საჯარო სკოლების გამარჯვებით, თანაბარი ქულების გამო, თამაშის წესების თანახმად, ამ ორ სკოლას შორის დაინიშნა სუპერფინალი, სადაც მონაწილეებს დამატებით დაუსვეს 6 შეკითხვა, ვერც ამჯერად გამოვლინდა გამარჯვებული. დებულების შესაბამისად, რესპუბლიკურ ფინალში მონაწილეობას მიიღებს, №1 და N2 საჯარო სკოლების მოსწავლეებისაგან დაკომპლექტებული გუნდი. 
ღონისძიებას აბაშის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორი, მერაბ მიგინეიშვილი, მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის წარმომადგენლები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები ესწრებოდნენ.
პროექტის მეორე ტური გაიმართება ქ. თბილისში, 6 ოქტომბერს, სადაც შეიკრიბებიან საქართველოს მუნიციპალიტეტების გამარჯვებული გუნდები და გამოვლინდება ქვეყნის სასკოლო ჩემპიონი გუნდი. პრიზიორები დაჯილდოვდებიან პრიზებითა და დიპლომებით.
„ინტელექტის დღე 2018“-ის მხარდამჭერები არიან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი, საქართველოს ინტელექტ-კლუბი „რა? სად? როდის?“ და აბაშის საგანმანათლებლო რესურსცენტრი.

02-06-2018
აბაშის გერბი

აბაშის დროშა

ვიდეოკლიპი

აგვედევნეთ
 
 

 

ბანერები