ახალი ამბები
ვიქტორინა ,,ჩვენი ღირსებანი“
ვიქტორინა ,,ჩვენი ღირსებანი“

აბაშის მუნიციპალიტეტის I საჯარო სკოლის საკონფერენციო დარბაზში, პროექტის ,,კულტურული მემკვიდრეობის დღეები“ ფარგლებში, საჯარო სკოლების საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებით დაკომპლექტებულ გუნდებს შორის ჩატარდა ვიქტორინა, ,,ჩვენი ღირსებანი“. ვიქტორინა მოიცავდა შეკითხვებს, საქართველოს (მათ შორის-აბაშის) ეკლესია-მონასტრების, ქართული სიმღერებისა და საგალობლების, ქართული ენის შესახებ. გუნდებს აფასებდა სპეციალური ჟიური. I და II ადგილებზე გასული, I საჯარო სკოლისა და მარნის საჯარო სკოლის გუნდები, მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს ესტუმრებიან. 
ღონისძიებას ესწრებოდნენ მერიისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები. 
ვიქტორინის ორგანიზატორები იყვნენ: მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური და კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრი, ღონისძიების მხარდამჭერი_აბაშის საგანმანათლებლო რესურსცენტრი.

მეტი ფოტო >>>

11-06-2018
აბაშის გერბი

აბაშის დროშა

ვიდეოკლიპი

აგვედევნეთ
 
 

 

ბანერები