ახალი ამბები
შეხვედრა მონიტორინგის ჯგუფის წევრებთან.
შეხვედრა მონიტორინგის ჯგუფის წევრებთან.

აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული, მონიტორინგის ჯგუფის წევრები: მარინა გიორგობიანი (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ექიმი-ჰიგიენისტი, ტოქსიკოლოგი), ნანა ჩხაიძე (შრომის, მედიცინისა და სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ეპიდემიოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მედიცინის დოქტორი), ნანა ჩიგოგიძე (კომპანია „სინჟენტას“ საკონსულტაციო სამსახურის უფროსი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი), საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და პირველადი ჯანდაცვის სამედიცინო სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრას ესწრებოდნენ: მამუკა თელია, მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი და ჯონი ჩოჩია, ეკონომიკური განვითარებისა და პროგრამების მართვის განყოფილების უფროსი.
შეხვედრაზე ისაუბრეს, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ, შხამ-ქიმიკატების გამოყენებასთან დაკავშირებული, ფიტოსანიტარული, სანიტარულ-ჰიგიენური და სამედიცინო-ეკოლოგიური პრობლემების შესწავლისა და მათი გადაწყვეტისთვის პრევენციული ღონისძიებების გატარების შესახებ. 
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

მეტი ფოტო >>>

09-06-2018
აბაშის გერბი

აბაშის დროშა

ვიდეოკლიპი

აგვედევნეთ
 
 

 

ბანერები