ახალი ამბები
„ევროპული დღეების“ ფარგლებში ღონისძიება გაიმართა
„ევროპული დღეების“ ფარგლებში ღონისძიება გაიმართა

აბაშის მუნიციპალიტეტის I საჯარო სკოლის საკონფერენციო დარბაზში, საგარეო საქმეთა სამინისტროს პროექტის _“ევროპული დღეების“ ფარგლებში, ლიტერატურულ-მუსიკალური საღამო გაიმართა. მონაწილეობდნენ სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები. 
თითოეულმა სკოლამ ურთიერთგანსხვავებული პროგრამა წარმოადგინა. ფრანგულ, ინგლისურ, გერმანულ ენებზე წაიკითხეს შექსპირი, გოეთე, ბაირონი, შელი... გალაკტიონის „ქარი ქრის“, მეგრულად (თარგმნა ბათუ დანელიამ), ინგლისურად, ფრანგულად, რამაც მსმენელის დიდი მოწონება დაიმსახურა. გაიმართა ვიქტორინა-კონკურსი ევროპის ლიტერატურასა და ხელოვნებაზე. 
როგორც აღინიშნა, მუნიციპალური პროგრამით, მსგავსი ღონისძიება პირველად ჩატარდა, ეს იყო განსხვავებული, საკმაოდ შთამბეჭდავი საღამო.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: დეკანოზი კონსტანტინე კაჭარავა, პედაგოგები, მოსწავლეები, რესურსცენტრის, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. 
ღონისძიების ორგანიზატორი იყო, მერიის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის განათლების განყოფილება.

08-06-2018
აბაშის გერბი

აბაშის დროშა

ვიდეოკლიპი

აგვედევნეთ
 
 

 

ბანერები