ახალი ამბები
აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ სიმინდის საყანე ფართობების პერიმეტრების დამუშავება დაიწყო
აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ სიმინდის   საყანე ფართობების პერიმეტრების დამუშავება დაიწყო

აზიური ფაროსანასგან სიმინდის დაცვის მიზნით, დასავლეთ საქართველოში  საყანე ფართობების პერიმეტრების დამუშავება დაიწყო. პირველ ეტაპზე  წამლობითი ღონიძიებები აბაშის მუნიციპალიტეტში ე.წ. „ანჯელის მასივში“ მიმდინარეობს. მობილიზებულია  12 ერთეული სპეციალიზებული ტექნიკა.  ივლისის შუა რიცხვებიდან დაგეგმილია სიმინდის ფართობების მასშტაბური დამუშავება

აგრეთვე,აზიური ფაროსანას სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ტყის პერიმეტრზე, ბუფერულ ზონებში, დაცული ტერიტორიების მიმდებარედ, დამონტაჟებულია 60   ათასამდე „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგური.    

20-06-2018
აბაშის გერბი

აბაშის დროშა

ვიდეოკლიპი

აგვედევნეთ
 
 

 

ბანერები