ახალი ამბები
ლეგენდა მარტვილზე
ლეგენდა მარტვილზე

 

 

ფოლკლორის ფესტივალის "ლეგენდა მარტვილზე" აბაშის ტური გაიმართა

 

აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის თანაორგანიზატორობითა და მხარდაჭერით, უფასო მუნიციპალურ საზაფხულო დასასვენებელ ადგილზე, ფოლკლორის III საერთაშორისო ფესტივალი "ლეგენდა მარტვილზე" აბაშის ტური გაიმართა.

კონცერტის დაწყებამდე ნაციონალურ სამოსში გამოწყობილმა მონაწილეებმა ქალაქის ცენტრში მსვლელობა მოაწყვეს.

ფესტივალში მონაწილეობდნენ ჩეხეთის, რუმინეთის, პერუს და ბელორუსიის ანსამბლები, ასევე, აბაშის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრთან არსებული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი „ჰარირა“.

ფოლკლორულმა კოლექტივებმა მაყურებელს გააცნეს თავიანთი ქვეყნების ხალხური შემოქმედება.

ფესტივალის ორგანიზატორები არიან საქართველოს ეროვნული გმირის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის ჩოხოსან რაინდთა დასი და მარტვილის მუნიციპალიტეტის მერია, თანაორგანიზატორია აბაშის მუნიციპალიტეტის მერია.

ფესტივალის მონაწილეებს, სტუმრებს, სიტყვით მიმართეს: აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან მაკალათიამ, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გრიგალავამ, საქართველოს ჩოხოსან რაინდთა დასის წევრმა, ფესტივალის ორგანიზატორმა, ბადრი გვილავამ და აბაშის საპატიო მოქალაქემ გურამ გუნავამ.

ფესტივალის საზეიმო დახურვა მარტვილში 20 ივლისს, 20:00 საათზე გაიმართება.

„დღეს, აბაშა მასპინძლობს ფოლკლორის III საერთაშორისო ფესტივალს “ლეგენდა მარტვილზე“. საქართველოს სხვადასხვა ქორეოგრაფიულ-ფოლკლორული ანსამბლების და ჯგუფების გარდა, გვსტუმრობენ ჩეხეთის, რუმინეთის, პერუს და ბელორუსიის ანსამბლები. ფესტივალი უნიკალურია, თავისი შინაარსით, მკაფიო მიზნის მქონე ღონისძიებაა, რომელიც მხოლოდ მეგობრობას, პატივისცემას, სიყვარულს, ტრადიციების დაცვას ემსახურება. მოხარული ვარ, რომ აბაშის მუნიციპალიტეტის მერია ასეთი მნიშვნელოვანი და საინტერესო პროექტის ერთ-ერთი ორგანიზატორია,“_განაცხადა ლევან მაკალათიამ.

20-07-2018
აბაშის გერბი

აბაშის დროშა

ვიდეოკლიპი

აგვედევნეთ
 
 

 

ბანერები