ახალი ამბები
ნაყინის საწარმო
ნაყინის საწარმო

 

 

მერმა ნაყინის საწარმო დაათვალიერა

აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან მაკალათია, მერიის წარმომადგენლებთან ერთად, შპს „აისბერგში“ იმყოფებოდა. მერმა ნაყინის დამამზადებელი საამქრო დაათვალიერა, საწარმოო პროცესს გაეცნო და დამფუძნებლებთან ერთად (სოსო კაჭარავა, გელა ჩოჩია, ზურაბ ჩოჩია) დასაქმებულებს გაესაუბრა. „მსგავსი საწარმოს არსებობა აბაშის მუნიციპალიტეტში ძალიან მნიშვნელოვანია, ადგილობრივი წარმოების განვითარება მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რადგან იგი პირდაპირ აისახება სამუშაო ადგილებზე. „აისბერგი“ მრავალწლიანი გამოცდილების საწარმოა, ნაყინს ნატურალური ნედლეულით ამზადებენ, სწორედ ეს განაპირობებს მის წარმატებას“_აღნიშნა ლევან მაკალათიამ. თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საწარმო დაარსებიდან 30 წელს ითვლის. დღეს უკვე, შპს „აისბერგი“ 9 სახეობის ნაყინს ამზადებს, ადგილზე ცხვება ვაფლი ნაყინისათვის. პროდუქციის დისტრიბუცია კი აჭარის გარდა საქართველოს ყველა რეგიონში ხდება. აქ 33 თანამშრომელია დასაქმებული. „აისბერგში“ ასევე მუშაობს თხევადი აირის სტაციონარი და სეზონურად ინკუბატორი.

 

 

20-07-2018
აბაშის გერბი

აბაშის დროშა

ვიდეოკლიპი

აგვედევნეთ
 
 

 

ბანერები