ახალი ამბები
მრევლმა აწყურისა და ივერიის ღვთისმშობლის ხატები მოილოცა
მრევლმა აწყურისა და ივერიის ღვთისმშობლის ხატები მოილოცა

 

აბაშის მუნიციპალიტეტის, ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში, აწყურისა და ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატები იყვნენ დაბრძანებულნი. მრევლს ერთი კვირის განმავლობაში საშუალება ჰქონდა მოელოცა სიწმინდეები, დასწრებოდნენ რელიგიური შინაარსის ფილმების ჩვენებას და სხვადასხვა შემეცნებით ღონისძიებას.

დღეს, ხატების გადაბრძანებასთან დაკავშირებით, საკათედრო ტაძარში ჩატარდა საზეიმო წირვა, რომელიც აღავლინეს დეკანოზმა კონსტანტინე კაჭარავამ და დეკანოზმა ტარიელ რუხაძემ. შესრულდა ღვთისმშობლის სამადლობელი პარაკლისი. პარაკლისის შემდგომ, აწყურისა და ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატები მრევლმა სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიაში გააცილა.

საზეიმო წირვას, მრევლთან ერთად ესწრებოდნენ აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან მაკალათია და მერიის სამსახურების ხელმძღვანელები.

24-07-2018
აბაშის გერბი

აბაშის დროშა

ვიდეოკლიპი

აგვედევნეთ
 
 

 

ბანერები