ახალი ამბები
მუნიციპალური ჩემპიონატი ფრენბურთში
მუნიციპალური ჩემპიონატი ფრენბურთში

აბაშის მუნიციპალიტეტში, მდინარე აბაშის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, უფასო მუნიციპალურ საზაფხულო დასვენების ადგილზე, ადმინისტრაციულ ერთეულებს შორის, მუნიციპალური ჩემპიონატი ფრენბურთში მერიის თასზე გაიმართა.

გამარჯვებული გუნდები, რომლებიც 5 აგვისტოს, ფინალში შეხვდებიან ერთმანეთს, თასითა და მედლებით დაჯილდოვდებიან.

თამაშს ესწრებოდნენ აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები.

მუნიციპალური ჩემპიონატის ორგანიზატორია მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური.

30-07-2018
აბაშის გერბი

აბაშის დროშა

ვიდეოკლიპი

აგვედევნეთ
 
 

 

ბანერები