ახალი ამბები
შეხვედრა ძველი აბაშისა და წყემის მოსახლეობასთან
    შეხვედრა ძველი აბაშისა და წყემის მოსახლეობასთან

აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან მაკალათია ადგილზე არსებული პრობლემების გაცნობის მიზნით, ძველი აბაშისა და წყემის ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ მერიის სამსახურების წარმომადგენლები.

შეხვედრაზე მოსახლეობის პრიორიტეტად სკოლის სპორტული დარბაზები, შიდა გზების რეაბილიტაცია და გაზიფიცირება დასახელდა. მათთან ერთად იქნა განხილული არსებული პრობლემის მოგვარების გზები.

მუნიციპალიტეტის მერმა და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა ადგილობრივებს სახელმწიფო და მუნიციპალური პროგრამების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრეს.

06-08-2018
აბაშის გერბი

აბაშის დროშა

ვიდეოკლიპი

აგვედევნეთ
 
 

 

ბანერები