ახალი ამბები
აბაშის საზაფხულო საყმაწვილო კინოსკოლა საზეიმოდ დაიხურა
აბაშის საზაფხულო საყმაწვილო კინოსკოლა საზეიმოდ დაიხურა

კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის დარბაზში საზაფხულო საყმაწვილო კინოსკოლის დახურვის საზეიმო ღონისძიება გაიმართა. მოსწავლეების მიერ გადაღებული მოლემეტრაჟიანი ფილმების: „ბედაური“, „ერთადერთი“, „თოჯინები“ და „ლინზის ფორმულა“ ჩვენება მოეწყო. პროექტის ავტორმა, პროფესორმა ზვიად დოლიძემ ასოციაციის სახელით მადლობა გადაუხადა მუნიციპალიტეტის მერიას, ყველას, ვინც მხარდაჭერა გამოუცხადა ასოციაციას პროექტის განხორციელებაში. მან სცენაზე იხმო ფილმების შემოქმედებითი ჯგუფების წევრები და სპეციალური დიპლომებით დააჯილდოვა. საზოგადოებას სიტყვით მიმართა აბაშის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, კონსტანტინე ხარძიანმა. გულშემატკივრები მიესალმნენ ფილმების შემოქმედებით ჯგუფს და შემდგომი წარმატებები უსურვეს. აბაშის საზაფხულო საყმაწვილო კინოსკოლა ორი კვირის განმავლობაში ფუნქციონირებდა, ფილმებზე მუშაობის გარდა, ტარდებოდა ლექციები კინოს ისტორიაზე, რეჟისურაზე, სცენარის წერასა და სიუჟეტის განვითარებაზე, კინოპროდიუსინგზე, ბავშვები დაეუფლნენ კინო-საოპერატორო ხელოვნებასა და კინოაპარატურის გაცნობა-მართვის უნარებს. აბაშელი ბავშვების მიერ გადაღებული ფილმები საერთაშორისო საბავშვო კინოფესტივალებზე იქნება ნაჩვენები და კონკურსებში მიიღებს მონაწილეობას.

23-08-2018
აბაშის გერბი

აბაშის დროშა

ვიდეოკლიპი

აგვედევნეთ
 
 

 

ბანერები