ახალი ამბები
"აჭარა ტექსტილეს" წარმომადგენლები აბაშაში
"აჭარა ტექსტილეს" წარმომადგენლები აბაშაში

აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან მაკალათია, მოადგილესთან, ირაკლი პერტენავასთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან, მამუკა კვიტაშვილთან, სამსახურის უფროსებთან, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან და საკრებულოს წევრებთან ერთად, მერიის საკონფერენციო დარბაზში შ.პ.ს. „აჭარა ტექსტილეს“ გენერალურ დირექტორს, ჯენიზ ოზქენდის, ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსს, არჩილ მართალიშვილს, ადმინისტრაციულ მენეჯერს ნუგზარ შაინიძეს შეხვდა. 
შეხვედრაზე ისაუბრეს სამკერვალო საწარმოში მოსახლეობის დასაქმების პერსპექტივებზე, იქ არსებულ სამუშაო გარემოსა და ანაზღაურებაზე. 
კომპანია, რომელიც სპორტული სამოსის ცნობილი ბრენდების დაკვეთებზე მუშაობს, პირველი ერთი თვის განმავლობაში, მსურველებს სთავაზობს დასაქმებას კერვის შემსწავლელ ანაზღაურებადი კურსების დასრულებისთანავე, უფასო სამედიცინო მომსახურებას, ძირ ხელფასზე დამატებით მინიმუმ 6 სახის სახელფასო დანამატს, თანამედროვე ტექნიკითა და უსაფრთხოების სისტემებით აღჭურვილი უსაფრთხო და გამჭვირვალე სამუშაო გარემოს. 
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიმართონ კომპანიას შემდეგ მისამართზე: ქ.ფოთი, მოწერილიას ქ. N31. ტელ: 577962266; 599060227

29-01-2019
აბაშის გერბი

აბაშის დროშა

ვიდეოკლიპი

აგვედევნეთ
 
 

 

ბანერები