ახალი ამბები
საგრანტო პროექტის პრეზენტაცია გაიმართა
საგრანტო პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში  ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის,  „საზოგადოების ჩართულობაზე ორიენტირებული თვითმმართველობის განხორციელება ქალაქ ფოთსა და აბაშის მუნიციპალიტეტში“  პრეზენტაცია გაიმართა.  აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან მაკალათიამ  ისაუბრა პროექტის  მიზნებსა და ამოცანებზე.  ხაზი გაუსვა მის მნიშვნელობას აბაშის მუნიციპალიტეტისათვის.  ასევე, პროექტის შესახებ ისაუბრეს:  აბაშის მუნიციპალიტეტის მერის  მოადგილემ,  ირაკლი  პერტენავამ,  ფოთის მერის მოადგილემ გიორგი ფარეშიშვილმა, გურიის ახალგაზრდული ცენტრის წარმომადგენელმა ზვიად ერაძემ.

  პროექტის პრეზენტაციას ესწრებოდნენ: აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა კვიტაშვილი, საკრებულოს წევრები, მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში.  შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

 პროექტი შემუშავდა გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრის და სტუდენტური ახალგაზრდული სათათბიროს დახმარებით, ფოთისა და აბაშის მუნიციპალიტეტის  მერიის წარმომადგენლების მონაწილეობით.

   პროექტის ფარგლებში  აბაშის  მუნიციპალიტეტი 300  000 ევროს მიიღებს.   3 წლიანი პროექტი მიზნად ისახავს ადგილობრივი თვითმმართველობის მუშაობის გამჭვირვალობისა და საჯაროობის უზრუნველყოფას.

პროექტის მიზანია: მუნიციპალიტეტის ვებ გვერდზე ელექტრონული ჩართულობის მექანიზმების დამატება; მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირდაპირ ეთერში გასვლა სოციალური ქსელებში; საკრებულოს საქმიანობით დაინტერესებული ჯგუფებისათვის სმს შეტყობინებების დაგზავნის სისტემის ამოქმედება;  მოსახლეობის ფართო მასების ინფორმირების მექანიზმის, ელექტროპეტიციის, ონლაინ კვლევითი სისტემის დანერგვა;

სტრატეგიული განვითარების შესახებ ქალაქის გეგმის  შემუშავება მოქალაქეების აქტიური ჩართულობით.

 

 

29-01-2019
აბაშის გერბი

აბაშის დროშა

ვიდეოკლიპი

აგვედევნეთ
 
 

 

ბანერები