ახალი ამბები
მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება
  მოსახლეობასთან  შეხვედრები  გრძელდება

აბაშის  მუნიციპალიტეტის  სამ ადმინისტრაციულ ერთეულში, სუჯუნაში, ზანათსა და წყემში „სოფლის  მხარდაჭერის  პროგრამის“   ფარგლებში  მოსახლეობასთან მორიგი შეხვედრა  გაიმართა.    შეხვედრებს  აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან მაკალათია და  შესაბამისი  სამსახურების  ხელმძღვანელები  ესწრებოდნენ.

   ადგილობრივებთან კონსულტაციების შედეგად გამოვლინდა ის პრიორიტეტები, რომლის  განხორციელებაც  აღნიშნული  პროგრამის  ფარგლებში  მოხდება:

  სუჯუნაში   სანიაღვრე არხები ამოიწმინდება, სანოდიო-საბაღათურიოს უბანში  გზა მოიხრეშება. 

 სოფელ ეწერში რამდენიმე ადგილას  წყალსაწრეტი არხები  ამოიწმინდება, წალიკარის უბანში ხიდე-ბოგირი გაკეთდება და ცენტრში  გარე განათება მოეწყობა.

  სოფელ გაღმა ზანათში, მდინარე აბაშისპირის ხიდიდან  ნოსირის  საზღვრამდე არსებულ განათების ბოძებზე მოეწყობა ლამპიონები,  სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე მდინარის  ნაპირსამაგრი  სამუშაოები ჩატარდება, საგუნიოს უბანში ამოიწმინდება ჭაბურღილი.  გამოღმა ზანათში საბავშვო ბაღის ეზოში გასართობი მოედანი მოეწყობა, შემოიღობება სასაფლაო.

ასევე, მოსახლეობის  გადაწყვეტილებით  წყემში  მოეწყობა გარე განათება.

 

 

 

 

30-01-2019
აბაშის გერბი

აბაშის დროშა

ვიდეოკლიპი

აგვედევნეთ
 
 

 

ბანერები