ახალი ამბები
საერთო კრებები/კონსულტაციები გრძელდება
საერთო კრებები/კონსულტაციები გრძელდება

    აბაშის მუნიციპალიტეტში    „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში,  პ/მაისისა და მარნის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ სოფლებში:   პ/მაისში, გაუწყინარში, ქვიშანჭალაში, მარანში, მარანჭალასა და თხმელარში, მოსახლეობასთან  საერთო კრებები/კონსულტაციები გაიმართა,  რომელსაც მერიის შესაბამისი სამსახურების    ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

    მოსახლეობამ  სხვადასხვა საჭიროებაზე გაამახვილა ყურადღება,  გამოიკვეთა რამდენიმე პროექტი, რომლის განხორციელებაც აუცილებელია სოფლისთვის.  ადგილობრივებმა თავად გადაწყვიტეს, თუ რაში დაიხარჯება პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხა: პ/მაისში ე.წ. გრიგოლიების უბანში სავარგულებთან მისასვლელი გზა შეკეთდება. ასევე, მოიხრეშება გზა ამავე სოფელში.     სოფელ თხმელარში, არსებული საბავშვო ბაღი, რომელიც ემსახურება თხმელარისა და პირველი მაისის მოსახლეობასაც,  ნაწილობრივ რეაბილიტირდება, შეიძენენ სხვადასხვა სახის სათამაშოს საბავშვო ბაღისთვის.     ინვენტარისა და სათამაშოების შეძენა იგეგმება გაუწყინარის საბავშვო ბაღისთვისაც,  შემოიღობება  სკოლის ეზო.   კაპეტის მასივსა და ბახვაჭალის სავარგულებთან მისასვლელ გზებს   რეაბილიტაცია ჩაუტარდება.  ქვიშანჭალაში  მოეწყობა მოსაცდელი  და შემოკავდება სასაფლაო.

    მარანში  მოეწყობა გარე განათება, მოიხრეშება გზა, საბავშვო ბაღისთვის შეიძენენ ინვენტარს. მარანჭალაში მოეწყობა ჭაბურღილი, რეაბილიტირდება შიდა გზა, ე. წ. ბოხუების უბანში მოეწყობა გარე განათება. ასევე, გარე განათების მოწყობაზე შეაჩერა არჩევანი მოსახლეობამ თხმელარში, გამოიცვლება ლამპიონები სოფლის მინისტადიონზეც.

05-02-2019
აბაშის გერბი

აბაშის დროშა

ვიდეოკლიპი

აგვედევნეთ
 
 

 

ბანერები