ახალი ამბები
პროექტების შესარჩევად მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება
             პროექტების შესარჩევად მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

    აბაშის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, დასახლებებში  განსახორციელებელი  პროექტების  შერჩევის  პროცესი   მიმდინარეობს.   აბაშის  მუნიციპალიტეტისთვის   „სოფლის  მხარდაჭერის  პროგრამის“ ფარგლებში 500 000 ლარია გამოყოფილი.  პრიორიტეტული  პროექტების გამოსავლენად, ძველი აბაშის, ონტოფოსა  და სეფიეთის ადმინისტრაციულ ერთეულებში  მოსახლეობასთან   გამართულ საერთო კრებებს/კონსულტაციებს   შესაბამისი  სამსახურების  ხელმძღვანელები  ესწრებოდნენ.

    სამივე სოფლის  ადმინისტრაციულ  ერთეულში, მოსახლეობის  გადაწყვეტილებით  მოეწყობა გარე განათება, ამასთან ერთად, სეფიეთში, ადმინისტრაციული  შენობის წინ გაკეთდება ჭაბურღილი, საბავშვო ბაღის ეზოში  მოეწყობა სათამაშო მოედანი.

06-02-2019
აბაშის გერბი

აბაშის დროშა

ვიდეოკლიპი

აგვედევნეთ
 
 

 

ბანერები