ახალი ამბები
აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან მაკალათიამ მედალოსნები დააჯილდოვა
აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან მაკალათიამ მედალოსნები დააჯილდოვა

      აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან მაკალათიამ, 2016-2017 წლის  წარჩინებული კურსდამთავრებულები მედლებით დააჯილდოვა.

  შეხვედრა მერიის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა. მერთან ერთად,  მერის მოადგილემ, ირაკლი პერტენავამ,  კურსდამთავრებულებსა  და იმ ახალგაზრდების  მშობლებს გადასცა  მედლები და სერტიფიკატები, რომლებიც  შეხვედრას არ ესწრებოდნენ.

  „გილოცავთ ამ მნიშვნელოვან ჯილდოს,    ჩემთვის დიდი პატივია, პირადად გადმოგცეთ ოქროსა  და  ვერცხლის მედლები.  თქვენთან ერთად ვულოცავ სკოლას, პედაგოგებს, მშობლებს, თქვენი წარმატება მათი დიდი დამსახურებაა.

   საბედნიეროდ, თითოეული თქვენგანი დღეს სტუდენტია. გისურვებთ, წარმატებით გაგევლოთ ეს ბედნიერი ხანა, მიიღეთ კვალიფიციური განათლება, გახდით  თქვენ მიერ არჩეული პროფესიის  საუკეთესო მსახურნი, თქვენ უკან არ დგანან მხოლოდ მშობლები და ოჯახის წევრები. თქვენც და თითოეული ჩვენგანიც ვეკუთვნით იმ ულამაზეს ქვეყანას, რომელსაც საქართველო ჰქვია. მერწმუნეთ, ყველაზე დიდი ბედნიერება სამშობლოს წინაშე სამსახურია. თქვენი ენერგია, განათლება, ინტელექტი, დღეს საოცრად სჭირდება ჩვენი ერის მომავალს. გისურვებთ წარმატებებს“,-მიმართა ლევან მაკალათიამ კურსდამთავრებულებს.   

  მედალოსნებს  ეს დიდი  წარმატება მიულოცა საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა, მერაბ მიგინეიშვილმა.

   2016-2017 სასწავლო წელს  აბაშის მუნიციპალიტეტს 11 ოქროსა  და 5 ვერცხლის მედალოსანი  ჰყავდა.

  დაჯილდოებას ესწრებოდნენ სკოლის დირექტორები, პედაგოგები, მშობლები.

 

               

28-02-2019
აბაშის გერბი

აბაშის დროშა

ვიდეოკლიპი

აგვედევნეთ
 
 

 

ბანერები