ახალი ამბები
შეხვედრა ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებით
შეხვედრა ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებით

აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან მაკალათია, „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის“ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელს, ანა ცანავას და ცენტრის მიერ მოწვეულ ექსპერტს, გიორგი ფარეშიშვილს შეხვდა.

საინფორმაციო შეხვედრა, რომელსაც მერთან ერთად, მერის მოადგილე ირაკლი პერტენავა, მერიის, ააიპ-ების თანამშრომლები, მოქალაქეები ესწრებოდნენ, საკონფერენციო დარბაზში გაიმართა. საუბარი შეეხო აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიერ საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ-ისთვის დახმარების ფარგლებში დაგეგმილ პროექტებსა და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებს.

მოსახლეობასთან შეხვედრა შედგა ტყვირის ადმინისტრაციულ ერთეულშიც.

18 თვიანი პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში, გაფართოვდება საინფორმაციო ცენტრის რეგიონული ბიუროები. ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ქვეყნის მასშტაბით 12 რეგიონული ბიურო იმუშავებს. აღნიშნული პროექტის მიზანია მოსახლეობისთვის ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ ინფორმაციის ეფექტიანი მიწოდება.

28-02-2019
აბაშის გერბი

აბაშის დროშა

ვიდეოკლიპი

აგვედევნეთ
 
 

 

ბანერები