ახალი ამბები
იტალიელი ინვესტორი აბაშაში
იტალიელი ინვესტორი აბაშაში

  აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან მაკალათია, აბაშა-მარტვილის მაჟორიტარ დეპუტატთან, ოთარ დანელიასთან  ერთად   იტალიელ  აგრონომს, ექსპერტს, ინვესტორს, რენატო ლოსის შეხვდა.

  შეხვედრა მერიის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა.  

რენატო ლოსიმ  ისაუბრა ლოკოკინას საქართველოში, კერძოდ აბაშაში მოყვანის,  წარმოებისა და რენტაბელურობის შესახებ, განმარტა, რომ აბაშის მუნიციპალიტეტში არსებული ნოტიო ჰავა  შესაფერისია  ლოკოკინასთვის და ამდენად  ხელსაყრელია მწარმოებლისთვის.

„ეკონომიკის ზრდა ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მსგავსი  ინვესტიციები  ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენი ინტერესია, რაც შეიძლება მეტი ინვესტიცია შემოვიდეს,  მეტი კომპანია დავაინტერესოთ  აბაშის მუნიციპალიტეტით, შესაბამისად მეტი სამუშაო ადგილი გაჩნდება, აბაშას აქვს ის პოტენციალი და გარემო, რომ ჩაერთოს იმ ეკონომიკურ პროცესებში, რაც საქართველოში  მიმდინარეობს,“_აღნიშნა ლევან მაკალათიამ.

  შეხვედრას ესწრებოდნენ: საკრებულოს თავმჯდომარე, მამუკა კვიტაშვილი,  მერის მოადგილე, ირაკლი პერტენავა,   საკრებულოს წევრები და  ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები.

 

 

 

 

01-03-2019
აბაშის გერბი

აბაშის დროშა

ვიდეოკლიპი

აგვედევნეთ
 
 

 

ბანერები