ახალი ამბები
ლევან მაკალათია ნაესაკოვოს სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
ლევან მაკალათია ნაესაკოვოს სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

   აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან მაკალათია,   საკრებულოს სოციალური, განათლების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარესთან, კონსტანტინე კუჭუხიძესთან და მერის წარმომადგენელთან ნაესაკოვოს ადმინისტრაციულ ერთეულში, გოჩა ჭანტურაიასთან ერთად, ნაესაკოვოს საჯარო სკოლის  სარეაბილიტაციო სამუშაოების  მიმდინარეობას გაეცნო. სკოლაში მთლიანად იცვლება  მეორე და მესამე სართულის დერეფნის  კედელი და კარ-ფანჯრები.

   პროექტი, რომელიც მთავრობის განკარგულებით სახელმწიფო  ბიუჯეტიდან 194 99 ლარით ფინანსდება, ითვალისწინებს, აბაშის მუნიციპალიტეტში ნაესაკოვოს, კეთილარის, ტყვირისა და აბაშის მეორე საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოებს.

  სამუშაოებს ასრულებს  შ.პ.ს. „გილანი XXI”.

 სარეაბილიტაციო სამუშაოები დეკემბერში დაიწყო და მარტის ბოლოს დასრულდება.

  

28-02-2019
აბაშის გერბი

აბაშის დროშა

ვიდეოკლიპი

აგვედევნეთ
 
 

 

ბანერები