ახალი ამბები
ქალთა დღისდმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
ქალთა დღისდმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

აბაშის მუნიციპალიტეტის ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის დარბაზში, ქალთა დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ამავე ცენტრთან არსებულმა საშემსრულებლო კოლექტივებმა, არაჩვეულებრივი საღამო აჩუქეს კონცერტზე დასასწრებად მობრძანებულ ქალბატონებს, ისინი ყვავილებითაც დაასაჩუქრეს. პატარა დეკლამატორებმა განსაკუთრებული ემოციით წაიკითხეს ლექსები. ღონისძიებას ესწრებოდნენ: აბაშის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირაკლი პერტენავა, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი მერაბ მიგინეიშვილი, მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები.

08-03-2019
აბაშის გერბი

აბაშის დროშა

ვიდეოკლიპი

აგვედევნეთ
 
 

 

ბანერები