ახალი ამბები
აქტიურად გრძელდება პარკის კეთილმოწყობის სამუშაოები
აქტიურად გრძელდება პარკის კეთილმოწყობის სამუშაოები

აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან მაკალათიამ, შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად, ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელობის პარკის კეთილმოწყობის სამუშაოები დაათვალიერა. ამ ეტაპზე პარკის ტერიტორიაზე მიმდინარეობს პოლიმერული ბეტონის დასხმა (სისქით 10 სმ), მიწის შეტანა. განსაზღვრულ ადგილებში იგება გაზონი, მონტაჟდება დეკორატიული დასასვენებელი სკამები. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტისა და რეგიონებში განსახორციელებელი ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 1 740 367 ლარია. პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია ჩაუტარდა სავალ ბილიკებსა და ტროტუარებს, მოეწყო გრანიტის ქვაფენილი, შადრევანი (რომელიც „ა“-ს ფორმისაა). არსებული საბავშვო მოედნის ნაცვლად მოეწყო ახალი მოედანი, შეივსო მცირე ზომის სათამაშო ნაგებობებით. სამუშაოებს ასრულებს ტენდერში (SPA180003205) გამარჯვებული შპს „ჯეო პარკი“, პარკის კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარე წლის აპრილში დასრულდება.

 

09-03-2019
აბაშის გერბი

აბაშის დროშა

ვიდეოკლიპი

აგვედევნეთ
 
 

 

ბანერები