ახალი ამბები
კონცერტი-დაჯილდოება
კონცერტი-დაჯილდოება

 

აბაშის მუნიციპალიტეტის ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის (დირექტორი პაატა ხოშტარია) მცირე დარბაზში, ფოლკლორისა და კლასიკური მუსიკის კავშირი „ჰარმონიას“ მიერ გამოცხადებულ კონკურსში „ნორჩი ვირტუოზი“, მონაწილე მოსწავლეებისა და პედაგოგების კონცერტი-დაჯილდოება გაიმართა. ულამაზესი საღამო აჩუქეს სტუმრებს ხელოვნების სკოლის მესამე კლასის მოსწავლეებმა: ნინო ხორავამ (მიენიჭა მეორე ადგილი და ლაურეატის წოდება); სალომე ნადარეიშვილმა (კონკურსის დიპლომანტი); ნინი გუგუშვილმა (კონკურსის დიპლომანტი) და ნათია კიზირიამ (კონკურსის დიპლომანტი), პედაგოგები: ინგა ოდიშარია და მარინა ჭანტურია მადლობის სიგელებით დაჯილდოვდნენ. არაჩვეულებრივი შთაბეჭდილებები დატოვა ხელოვნების სკოლის აღზრდილმა, ამჟამად ევგენი მიქელაძის სახელობის მუსიკალური სასწავლებლის მეხუთე კლასის მოსწავლემ ანდრი ქუქალიამ, იგი მარტის ბოლოს კონსერვატორიაში ნიჭიერ ათწლედის მოსწავლეებთან ერთად კონცერტს გამართავს, მაისში კონცერტს ჩაატარებს სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ბათუმში. ივნისში კი ანტალიაში გამეგზავრება მუსიკის საერთაშორისო კონკურსზე. კონკურსის შესახებ ისაუბრა და აბაშის მუნიციპალიტეტის მერიას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა, ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ნანა კელაპტრიშვილმა. ღონისძიებას ესწრებოდნენ: აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები, პედაგოგები, მშობლები.

13-03-2019
აბაშის გერბი

აბაშის დროშა

ვიდეოკლიპი

აგვედევნეთ
 
 

 

ბანერები