ახალი ამბები
სამიქაოში საცხოვრებელი სახლის ნაწილი ჩამოინგრა
 სამიქაოში საცხოვრებელი სახლის ნაწილი ჩამოინგრა

აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან მაკალათია, შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად, სამიქაოს ადმინისტრაციულ ერთეულში იმყოფებოდა, სადაც ზურაბ კაჭარავას სოციალურად დაუცველი ხუთსულიანი ოჯახის საცხოვრებელი სახლის ნაწილი მთლიანად ჩამოინგრა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მერმა დაზარალებულებს დახმარება შესთავაზა. „ოჯახში მცირეწლოვანი ბავშვები არიან, ახლა მათ გვერდით დგომა სჭირდებათ, საბედნიეროდ არავინ დაშავებულა. დაითვლება ზარალი, ოჯახს მაქსიმალურად დავეხმარებით, იქნება ეს დროებითი საცხოვრებელი, სამშენებლო მასალა თუ ტექნიკა,“-განაცხადა ლევან მაკალათიამ.

14-03-2019
აბაშის გერბი

აბაშის დროშა

ვიდეოკლიპი

აგვედევნეთ
 
 

 

ბანერები