ახალი ამბები
ტრენინგი ქონებრივი დეკლარაციების შევსების წესის შესახებ
ტრენინგი ქონებრივი დეკლარაციების შევსების წესის შესახებ

    აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა ტრენინგი თემაზე: „თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციები – კანონმდებლობა, პრაქტიკა და გამოწვევები“. ტრენინგს უძღვებოდა საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს ზუგდიდის რეგიონული წარმომადგენლობის კოორდინატორი არჩილ თოდუა. შეხვედრას ესწრებოდნენ: აბაშის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ირაკლი პერტენავა, მერიის სამსახურის უფროსები, საკრებულოს წევრები. არჩილ თოდუამ ყურადღება გაამახვილა ქონებრივი დეკლარაციის შევსებისას გამოვლენილ დარღვევებსა და დეკლარაციების შევსების წესზე. მანვე ამომწურავი პასუხები გასცა დასმულ შეკითხვებს. დასასრულს, ტრენინგის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.

21-03-2019
აბაშის გერბი

აბაშის დროშა

ვიდეოკლიპი

აგვედევნეთ
 
 

 

ბანერები