ახალი ამბები
„ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს“
 „ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს“

აბაშის მუნიციპალიტეტში დაუნის სინდრომის დღე აღინიშნა. სიმბოლურად, 15 სთ-21 წთ -ზე, საქართველოს ეროვნული გმირების, ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელობის პარკში, კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ინიციატივით გაიმართა უთვალავი წინდის აქცია „ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს“, რომლის მიზანი გახლდათ დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა მხარდაჭერა, მასობრივი სოლიდარობის ორიგინალურად გამოხატვა. ფერადი წინდით ადამიანები იქცევენ გარშემომყოფთა ყურადღებას, ხდებიან ინფორმაციის გამავრცელებლები. ღონისძიების მონაწილეები ატარებდნენ ამ დღის სიმბოლოს _ ფერად წინდებს. აქციას შეუერთდნენ აბაშის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირაკლი პერტენავა, მერიის თანამშრომლები, საკრებულოს წევრები. დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

21-03-2019
აბაშის გერბი

აბაშის დროშა

ვიდეოკლიპი

აგვედევნეთ
 
 

 

ბანერები