ახალი ამბები
„ტირიფობა“ ქოლობანში
„ტირიფობა“  ქოლობანში

აბაშის მუნიციპალიტეტის მერის  პირველი მოადგილე, ირაკლი პერტენავა, მერიის  ადმინისტრაციული სამსახურის უფროსთან, დიმიტრი ცანავასთან ერთად,   ქოლობნის ადმინისტრაციულ  ერთეულში, სოფლის დღესასწაულს,   „ტირიფობას“   დაესწრო.  

   ღონისძიების დაწყებამდე,   ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის  მშენებარე ეკლესიაში,  მამა  ლუკამ  პარაკლისი გადაიხადა,  მანვე აკურთხა და დალოცა სოციალურად დაუცველი, ავადმყოფი და მრავალშვილიანი ოჯახები, აზიარა ბავშვები.

  ქოლობნის  კულტურის  სახლში, სოფლის  საბავშვო ბაღის აღსაზრდელების, საჯარო სკოლის მოსწავლეებისა  და ქორეოგრაფიული ანსამბლ,   "ფესვების" (ქორეოგრაფი გიორგი შუბლაძე) მონაწილეობით,   საზეიმო კონცერტი გაიმართა, ღონისძიებას შეუერთდნენ, კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის, ხელოვნების სკოლის ვოკალური ჯგუფის წევრები (პედაგოგი  ლოლიტა არველაძე).

   დღის  ბოლოს,   გუგუნაყათის უბნის სტადიონზე,  გაიმართა  შეჯიბრება ფეხბურთში, გამარჯვებულ გუნდს  სიმბოლური საჩუქრები გადაეცა.

   „ტირიფობის“  დღესასწაული   25  წლის  შემდეგ, მერის წარმომადგენლის, ცეზარ ქუნთელიას  და ახალგაზრდების ინიციატივით  აღსდგა ქოლობანში. ადგილობრივები ამ დღეს,  ტრადიციულად სულთმოფენობას აღნიშნავდნენ,  სოფლის ულამაზეს ადგილას, ტირიფების  ხეივანში იმართებოდა სხვადასხვა  გასართობი  თამაშები, ქოლობნელები ერთმანეთს ულოცავდნენ სულთმოფენობას და საზეიმო  განწყობაც  თან  სდევდათ.

 

 

16-06-2019
აბაშის გერბი

აბაშის დროშა

ვიდეოკლიპი

აგვედევნეთ
 
 

 

ბანერები