ახალი ამბები
,,ძალადობისკენ მიმართული ძალა უძლურებაა”
,,ძალადობისკენ მიმართული ძალა უძლურებაა”

აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა შეხვედრა თემაზე: ,,ძალადობისკენ მიმართული ძალა უძლურებაა“. სახალხო დამცველის აპარატის რეგიონული წარმომადგენელი გენდერულ საკითხებში სამეგრელოს რეგიონში, კოკა მებონია და სახალხო დამცველის აპარატის დასავლეთ საქართველოს სამმართველოს მთავარი სპეციალისტი, თამთა ალანია, აბაშის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის საშუალო საფეხურის მოსწავლეებს, საჯარო სკოლების მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებს, სამოქალაქო განათლების პედაგოგებს, სპეც. მასწავლებლებს, ფსიქოლოგებს, მერიისა და საკრებულოს, საგანმანათლებლო რესურსცენტრის,_შ.ს.ს. აბაშის რაიონული სამმართველოს და სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე ისაუბრეს არასრულწლოვნებში ძალადობის, ნაადრევი ქორწინებისა და მისი მანკიერი მხარეების შესახებ. აღნიშნულ თემებზე გაიმართა დისკუსია, მოეწყო ფილმის ჩვენება, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით წარმოდგენილ იქნა პრეზენტაცია, სპორტის სხვადასხვა სახეობებში მუნიციპალური გუნდების მიღწევებზე. ღონისძიების მიზანია, სამიზნე ჯგუფის წარმომადგენელთა ცნობიერების ამაღლება აღნიშნულ საკითხებზე, ძალადობისა და ნაადრევი ქორწინების პრევენცია. შეხვედრის ორგანიზატორი გახლდათ, მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის განათლების განყოფილება, მხარდამჭერი, აბაშის საგანმანათლებლო რესურსცენტრი, კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრი.

12-06-2019
აბაშის გერბი

აბაშის დროშა

ვიდეოკლიპი

აგვედევნეთ
 
 

 

ბანერები