ახალი ამბები
შშმ პირთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნა
შშმ პირთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნა

აბაშის მუნიციპალიტეტში,  შშმ პირთა უფლებების დაცვის ეროვნული დღე აღინიშნა.  ამ დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებს, აბაშის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ირაკლი პერტენავა, მერიის წარმომადგენლებთან ერთად   ესწრებოდა. 

  ტრადიციულად,  სპორტის პარაოლიმპიური სახეობა ბოჩას თამაში გაიმართა,  სადაც მონაწილეობდნენ შშმ პირები, მოყვარულთა გუნდები ორგანიზაციებიდან. გამარჯვებულ გუნდს სიმბოლურად გადაეცა თასი.  ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელობის პარკში, ღია სცენაზე,   სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების ჩართულობით,  კულტურისა და ხელოვნების ცენტრის საშემსრულებლო კოლექტივების მონაწილეობით კონცერტი გაიმართა.  შშმ პირებს გადაეცათ სიმბოლური საჩუქრები. ღონისძიება გაალამაზა და ბავშვები გაახალისა  ზღაპრის გმირების გამოჩენამ.

აბაშის მუნიციპალიტეტის მერიისგან სიგელები გადაეცათ: შშმ პირთა ორგანიზაცია ,,სიკეთის მაძიებელის“ თავმჯდომარეს, მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს, ირაკლი ჭანტურიას და აკადემიური ნიჩბოსნობის მწვრთნელს,  გოჩა სიმონიას.

გაიჭრა სიმბოლური ტორტი.

ღონისძიების ორგანიზატორი გახლდათ, მერიის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური  და კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრი. ეს დღე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების, თანასწორობისა და ღირსების პატივსაცემად   აღინიშნება.

14-06-2019
აბაშის გერბი

აბაშის დროშა

ვიდეოკლიპი

აგვედევნეთ
 
 

 

ბანერები