ახალი ამბები
სოციალური დახმარების გაცემის კომისიის სხდომა გაიმართა
სოციალური დახმარების გაცემის კომისიის სხდომა გაიმართა

აბაშის მუნიციპალიტეტის მერიაში სოციალური დახმარების გაცემის კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა. მერის პირველმა მოადგილემ, კომისიის თავმჯდომარემ, ირაკლი პერტენავამ, მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური სამსახურის უფროსმა, კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა თელიამ, კომისიის წევრებთან ერთად განიხილეს მოქალაქეთა 28 განცხადება. მიზნობრივ ჯგუფებს განესაზღვრათ შესაბამისი ფულადი დახმარება: 1 მარჩენალდაკარგულ ბავშვთა ოჯახების დახმარების პროგრამით 1 ოჯახზე 300 ლარი. 2. ომის მონაწილე ვეტერანთა დახმარების პროგრამით 7 პირზე 1050 ლარი. 3. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა ოჯახების დახმარების პროგრამით 1 ოჯახზე 200 ლარი 4. მკვეთრად გამოხატული შშმ პირების დახმარების პროგრამით 1 პირზე 200 ლარი. 5. მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამით 2 ოჯახზე 600 ლარი. 6. ახალშობილთა ოჯახების დახმარების პროგრამით 3 ოჯახზე 700 ლარი. ჯამში 3. 050 ლარი მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების პროგრამით დაფინანსდა 12 ბენეფიციარი, ჯამში 4. 443. 76 ლარი.

20-06-2019
აბაშის გერბი

აბაშის დროშა

ვიდეოკლიპი

აგვედევნეთ
 
 

 

ბანერები