ახალი ამბები
საინფორმაციო შეხვედრა მარანში
საინფორმაციო შეხვედრა  მარანში

აბაშის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ირაკლი პერტენავა, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელთან, ანა ცანავასთან ერთად, მარნის ადმინისტრაციულ ერთეულში მოქალაქეებს შეხვდა.   შეხვედრა  აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიერ საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ-ისთვის „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი“,  დაგეგმილი პროექტის ფარგლებში გაიმართა.

ირაკლი პერტენავამ, სოფელში არსებული საჭიროებების შესახებ ინფორმაცია  მოსახლეობისგან მიიღო,  მათ  მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი ის ინფრასტრუქტურული  პროექტები გააცნო,  რომლებიც მიმდინარე წელს განხორციელდება, როგორც მუნიციპალიტეტის  მასშტაბით, ასევე, კონკრეტულად, აღნიშნულ სოფელში.

   ანა ცანავამ  შეხვედრის მონაწილეებს  საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, საქართველოს ევროკავშირსა და ნატოსთან თანამშრომლობის ძირითად ასპექტებზე, ამ მიმართულებით არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე ესაუბრა.

 ზემოთ აღნიშნული პროექტის ფარგლებში, შეხვედრები, დისკუსიები და სემინარები სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართება.

 

 

25-06-2019
აბაშის გერბი

აბაშის დროშა

ვიდეოკლიპი

აგვედევნეთ
 
 

 

ბანერები