ახალი ამბები
"ზვავი"
"ზვავი"

 

  აბაშის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ირაკლი პერტენავა, მერიის სამსახურების უფროსებთან, მაყურებლებთან  ერთად, კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის დარბაზში სპექტაკლს ესწრებოდა.

აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის მოწვევით, მიხეილ  თუმანიშვილის  სახელობის კინომსახიობთა პროფესიულმა  სახელმწიფო თეატრმა, აბაშის სცენაზე სქექტაკლი „ზვავი“ წარმოადგინა (რეჟისორი რუსუდან ბოლქვაძე, მონაწილეობდნენ: გიორგი ყიფშიძე, გია აბესალაშვილი, დარეჯან ხაჩიძე, ლია კაპანაძე, ბადრი წერედიანი, გვანცა გურგენიშვილი, ნიკა წერედიანი და ლაურა რეხვიაშვილი).

 პუბლიკისთვის განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო  სცენაზე წარმოდგენილი,  სიჩუმეში ჩაძირული მთიანი სოფელი,  ფეხაკრეფით, ჩურჩულით მოსიარულე, შიშსა და წესებს დამორჩილებული ადამიანები,  მშობიარის კვნესასა და ბავშვის ტირილს  ვინ დაუშვებს - ხომ მთელი სოფელი დაიღუპება!

საყვარელი მსახიობების  სცენაზე გამოჩენას აბაშელი მაყურებელი ოვაციით შეხვდა. შემოქმედებითმა ჯგუფმა, რეჟისორმა, მსახიობებმა, მაყურებლებისაგან  აპლოდისმენტები და სიყვარული  მიიღეს.

 

02-07-2019
აბაშის გერბი

აბაშის დროშა

ვიდეოკლიპი

აგვედევნეთ
 
 

 

ბანერები