ახალი ამბები
„ეტალონის“ 2018-2019 სასწავლო წლის ფინალი
 „ეტალონის“ 2018-2019  სასწავლო წლის  ფინალი

 

 

ეტალონის“ 2018-2019  სასწავლო წლის  ფინალი

  აბაშის მუნიციპალიტეტის, მარნის ადმინისტრაციული ერთეულის საჯარო სკოლის მოსწავლე, საბა სამუშია, საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ  ეტალონის“ 2018-2019 სასწავლო წლის  ხუთეულშია.  მან  „ეტალონის“ ფინალში მეოთხე ადგილი დაიკავა.

ეტალონიფინალი და გამარჯვებულთა დაჯილდოება  განათლების, მეცნიერების, კულტურისა  და  სპორტის  სამინისტროს დარბაზში  გაიმართა. კონკურსის ფინალში საქართველოს  ყველა მუნიციპალიტეტის  78   „ეტალონი-მოსწავლე“   მონაწილეობდა.

დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალს საპატიო სტუმრები - მუნიციპალიტეტების მმართველობის და თვითმმართველობის წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსი, პარლამენტის დეპუტატები, პოეტი ტარიელ ხერხელაური, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ირინა აბულაძე, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, მარიამ ჯაში ესწრებოდნენ. ღონისძიებას უძღვებოდა პროექტ „ეტალონის“ ავტორი,  გოჩა ტყეშელაშვილი.

საბა სამუშიას გულშემატკივრობდნენ აბაშის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები.

   ვულოცავთ საბას ამ   გამარჯვებას, ვუსურვებთ შემდგომ დიდ წარმატებებს.

 

30-06-2019
აბაშის გერბი

აბაშის დროშა

ვიდეოკლიპი

აგვედევნეთ
 
 

 

ბანერები