ახალი ამბები
ანსამბლ „ანანურის“ საანგარიშო კონცერტი
ანსამბლ  „ანანურის“  საანგარიშო  კონცერტი

აბაშის მუნიციპალიტეტში, კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის, ქორეოგრაფიული ანსამბლი  „ანანურის“ (ქორეოგრაფი _ ელისო გაბელაია)  საანგარიშო კონცერტი გაიმართა.

ღონისძიება ღია ცის ქვეშ  ჩატარდა.   „ანანური“  აბაშელი მაყურებლის წინაშე გრანდიოზული სოლო-კონცერტით წარსდგა.  ნატიფი ილეთებით შესრულებულმა ცეკვებმა,,   შრომისმოყვარეობამ და მაღალმა პროფესიონალიზმმა, ანსამბლის ორიგინალურმა რეპერტუარმა მაყურებლის გულწრფელი  ოვაცია  დიმსახურა. ,,ქალაქური“,  ,,რაჭული“, ,,განდაგანა“,  ,,ნანილა“, ,,ჯეირანი“, ,,აფხაზური“, ,,შეჯიბრი“ და ა.შ. სცენაზე ეროვნულ სამოსში გამოწყობილი ანსამბლის წევრები ენაცვლებოდნენ ერთმანეთს. განსაკუთრებულ ელფერს მატებდა ცეკვებს შორის სხვადასხვა მხატვრული ნომრები, ლექსები, სიმღერები.  ანსამბლს დაარსების დღიდან არაერთ კონკურს-ფესტივალში აქვს მონაწილეობა მიღებული და უამრავი პრიზისა და დიპლომის მფლობელია. კონცერტი ფეიერვერკით დასრულდა.

  ღონისძიებას მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

08-07-2019
აბაშის გერბი

აბაშის დროშა

ვიდეოკლიპი

აგვედევნეთ
 
 

 

ბანერები