ახალი ამბები
აბაშელი ჰოკეისტების წარმატება
აბაშელი ჰოკეისტების წარმატება

  აბაშელი ჰოკეისტი გოგონები: ფიქრია კვახაჯელიძე, ნანუკა მიქაია, ლიზი ესიავა, მარიამ ჩაგანავა და ნატალი ქვილითაია (გუნდის მწვრთნელი, კონსტანტინე კუჭუხიძე),  პოლონეთის ქალაქ ვალცში, ოლიმპიური ცენტრის სტადიონზე, U16  გოგონებს შორის  გამართულ  ევროპის ჩემპიონატში, საქართველოს ნაკრების ღირსებას იცავდნენ. ჩემპიონატში საქართველოს ნაკრები გუნდი ათეულში  მოხვდა.  ასევე ათეულში მოხვდა ბულგარეთის ქალაქ ალბენაში,  U16  ვაჟებს შორის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები. ჩემპიონატში ექვსი აბაშელი ჰოკეისტი მონაწილეობდა: ოთარ ხონელიძე, ალეკო კვირკველია, ალეკო კომახიძე, მათე გოთოშია, ზაურ ახობაძე (გუნდის მწვრთნელი მურთაზ მიქანაძე).

17-07-2019
აბაშის გერბი

აბაშის დროშა

ვიდეოკლიპი

აგვედევნეთ
 
 

 

ბანერები