ახალი ამბები
“ლეგენდების ქვეყანა“ _ აბაშის ტური
“ლეგენდების ქვეყანა“ _  აბაშის ტური

 

  აბაშის მუნიციპალიტეტის მერის პირველი  მოადგილე, ირაკლი პერტენავა, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი,  ალექსანდრე გრიგალავა,  მარტვილის მერის მოადგილე, აკაკი ხუნწელია, ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალს,  “ლეგენდების ქვეყანა“,  აბაშის ტურს  ესწრებოდნენ.  ღონისძიება კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა.

  კონცერტის დაწყებამდე ნაციონალურ სამოსში გამოწყობილმა მონაწილეებმა ქალაქის ცენტრში მსვლელობა მოაწყვეს. ფესტივალში მონაწილეობდნენ:  ტაილანდის, სლოვაკეთის, ბულგარეთის, უკრაინის და ბელორუსიის ფოლკლორული  ანსამბლები  და ჯგუფები, ასევე, აბაშის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრთან არსებული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი „ჰარირა“.

 ფესტივალის ორგანიზატორები არიან საქართველოს ეროვნული გმირის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის ჩოხოსან რაინდთა დასის წევრი, ბადრი გვილავა და მარტვილის მუნიციპალიტეტის მერია, თანაორგანიზატორია აბაშის მუნიციპალიტეტის მერია.    

ფესტივალი „ლეგენდების ქვეყანა,“   მეგობრობას, პატივისცემას, სიყვარულს, ტრადიციების დაცვას ემსახურება.

  კონცერტს ესწრებოდნენ  აბაშის მუნიციპალიტეტისა და საკრებულოს თანამშრომლები.

ღონისძიების საზეიმო დახურვა მარტვილში 25 ივლისს 20:00 საათზე გაიმართება.

 

23-07-2019
აბაშის გერბი

აბაშის დროშა

ვიდეოკლიპი

აგვედევნეთ
 
 

 

ბანერები