ახალი ამბები
თათბირი მერიაში
თათბირი მერიაში

 

   აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან მაკალათია, პირველ მოადგილესთან, ირაკლი პერტენავასთან ერთად, მერიის სამსახურების, ააიპ-ების, საბავშვო ბაღების უფროსებსა და  სკოლების დირექტორებს, მერიის საკონფერენციო დარბაზში შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ,  ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები.

   თთბირზე  განიხილეს   ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებული პრობლემური საკითხები, სხვადასხვა  სფეროში  განხორციელებული  და  დაგეგმილი  სოციალური,  ინფრასტრუქტურული და კულტურული პროექტები.

  შეხვედრაზე საუბარი შეეხო საჯარო სკოლების რეაბილიტაციის საკითხებს, აღინიშნა, რომ მიმდინარე წელს,  აბაშის მუნიციპალიტეტში, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა.

   თათბირზე  მომავალში განსახორციელებელი კონკრეტული გეგმები და პრიორიტეტები   დაისახა.

 

 

01-08-2019
აბაშის გერბი

აბაშის დროშა

ვიდეოკლიპი

აგვედევნეთ
 
 

 

ბანერები