ახალი ამბები
,,ერთი ლექსის საღამო“
,,ერთი  ლექსის  საღამო“

   აბაშის მუნიციპალიტეტის ძველი აბაშის ადმინისტრაციულ ერთეულში, კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმის ეზოში, მდინარე ზანის  პირას ულამაზესი ღონისძიება, ,,ერთი ლექსის საღამო“ გაიმართა. საზოგადოებისთვის ერთგვარი სიურპრიზი გახლდათ აბაშელი პოეტების,  ნაკლებად ცნობილი შემოქმედების გაცნობა. პოეზიის მოყვარულებს საშუალება ჰქონდათ კლასიკური მუსიკის ფონზე წაეკითხათ საკუთარი და  მათთვის საყვარელი ლექსები სხვადასხვა ავტორის შემოქმედებიდან.  პუბლიკამ გაიცნო  ერმილე თოფურიას მინიატურების კრებული, ,,ბუნების ფერები“, პოეტმა ისაუბრა  საკუთარ შემოქმედებაზე, მინიატურების შექმნის ისტორიაზე, წაიკითხა ლექსები.  საღამოს მუსიკალურად აფორმებდნენ, კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის   მგალობელ ვაჟთა გუნდი და ინდივიდუალური შემსრულებლები.

  საღამოს ესწრებოდნენ:  აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან მაკალათია, მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები, პედაგოგები, საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.

  ღონისძიების ორგანიზატორი გახლდათ,  მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური  და  კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრი.

 

 

05-08-2019
აბაშის გერბი

აბაშის დროშა

ვიდეოკლიპი

აგვედევნეთ
 
 

 

ბანერები