ახალი ამბები
„ახალგაზრდული დღეები აბაშა _2019“
„ახალგაზრდული დღეები  აბაშა _2019“

აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის, კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა   და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის,   კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის ორგანიზებით,   აგვისტოს  ბოლო რიცხვებში  „ახალგაზრდული დღეები აბაშა_ 2019“ გაიმართება.   საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით ახალგაზრდების ჯგუფი შეიკრიბა.   იდეები ღონისძიების ორგანიზატორებს გაუზიარეს, მათი მოსაზრებების გათვალისწინებით დაიგეგმა ახალგაზრდული დღეების პროგრამა.   თითოეული დღე დატვირთული იქნება სხვადასხვა კულტურული, სპორტული, შემეცნებითი და ინტელექტუალური ღონისძიებით. პროექტი მიზნად ისახავს ადგილობრივი ახალგაზრდობის სამოქალაქო აქტივობას, შემოქმედებითი უნარების განვითარებასა და ხელშეწყობას.

15-08-2019
აბაშის გერბი

აბაშის დროშა

ვიდეოკლიპი

აგვედევნეთ
 
 

 

ბანერები