ახალი ამბები
პრემიერი მავნებელთან ბრძოლის ღონისძიებებს გაეცნო
 პრემიერი მავნებელთან ბრძოლის ღონისძიებებს გაეცნო

  საქართველოს-პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე, აბაშის მუნიციპალიტეტში, აზიური ფაროსანას   საწინააღმდეგო  მართვის  ცენტრში    იმყოფებოდა.

   პრემიერმა,  ოფიციალურ პირებთან, ასევე,  მარტვილისა და აბაშის მაჟორიტარ დეპუტატთან, ოთარ დანელიასთან და აბაშის მუნიციპალიტეტის მერთან, ლევან მაკალათიასთან ერთად,  დეტალური ინფორმაცია მიიღო იმ სამუშაოების  შესახებ,   რომლებსაც   სპეციალისტები ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებენ,  

    მთავრობის მეთაურმა ისაუბრა ამერიკის შეერთებული შტატების მნიშვნელოვან წვლილზე,  აზიური   ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების  განხორციელებაში და   პარტნიორი ქვეყნის მთავრობას მადლობა გადაუხადა.

სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების შედეგად   აზიური ფაროსანას რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა.  ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში ჩართულები არიან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულები; სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალიზებული ტექნიკით, თერმული ნისლის ტექნოლოგიით მუშავდება სოფლების ტერიტორიები, მონტაჟდება „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურები.

  პრემიერმა  ფაროსანას საწინააღმდეგო მართვის ცენტრში  მავნებელთან ბრძოლისთვის განკუთვნილი ტექნიკა და სპეციალური აღჭურვილობაც დაათვალიერა.


 

16-08-2019
აბაშის გერბი

აბაშის დროშა

ვიდეოკლიპი

აგვედევნეთ
 
 

 

ბანერები