ახალი ამბები
ახალგაზრდული დღეები _ აბაშა 2019
ახალგაზრდული დღეები _ აბაშა   2019

   აბაშის  მუნიციპალიტეტში  „ახალგაზრდული დღეები _ აბაშა   2019”-ის  ფარგლებში,   სხვადასხვა კულტურული, სპორტული, შემეცნებითი და ინტელექტუალური ღონისძიება ჩატარდა:  ინტელექტუალური თამაშიკარცერ-ლუქსი“,  გაიმართა დისკუსია თემაზე ,,გლობალიზაცია - საფრთხე კულტურისათვის, თუ განვითარების შესაძლებლობა“,    კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმის ეზოში ახალგაზრდები შეხვდნენ  პოეტ თემო შენგელაიასდღის დასასრულს კი, კარაოკე-ფართი მოეწყო.

   გამოვლინდნენ გამარჯვებულები სპორტულ აქტივობებში: მაგიდის ჩოგბურთში, ჭადრაკში, მკლავჭიდში,   ქუჩის კალათბურთში, მოეწყო საჩვენებელი შეჯიბრი ბალახის ჰოკეიში, ,,ბოჩა“ (პარაოლიმპიური სპორტის სახეობა);  ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელობის პარკში  გაიმართა  ლიტერატურული კომპოზიცია - ,,მაგრამ რომ დავრჩეთ მაინც ჩვენ ორნი, მკრთალნი რაინდნი მწარე სახისა“ .   

   ახალგაზრდული დღეები _ აბაშა   2019“  საზეიმოდ დაიხურა, კონცერტი კულტურისა და ხელოვნების განვითარების დარბაზში ჩატარდა, ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ადგილობრივი შემსრულებლები და მოწვეული მომღერლები (ია ტომაში, ანნა დვალი).

პროგრამა მიზნად ისახავდა ადგილობრივი ახალგაზრდების სამოქალაქო აქტივობის წახალისებას, შემოქმედებითი უნარების განვითარების ხელშეწყობასა და ახალგაზრდული ცხოვრების მრავალფეროვნების უზრუნველყოფას.

ღონისძიება გაიმართა  მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურისა და  კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის  ორგანიზებით

 

 

 

31-08-2019
აბაშის გერბი

აბაშის დროშა

ვიდეოკლიპი

აგვედევნეთ
 
 

 

ბანერები