ახალი ამბები
წყემში „მომავლის ბანაკი“ ხვალ გაიხსნება
წყემში „მომავლის ბანაკი“  ხვალ გაიხსნება

  აბაშის  მუნიციპალიტეტის მერი,  ლევან მაკალათია,  წყემის ადმინისტრაციულ ერთეულში,  „მომავლის ბანაკის“  ლიდერებს შეხვდა და ბანაკის  ინფრასტრუქტურა დაათვალიერა, დეტალურად გაეცნო ადგილზე არსებულ სიტუაციას.  

  პროგრამის  სათანადო დონეზე განხორციელებისთვის, აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით  მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩატარდა:  მოწესრიგდა ელგაყვანილობა, სველი წერტილები, გადაიჭრა სასმელი წყლის პრობლემა, ბანაკამდე მისასვლელ გზაზე  დაიგო ასფალტის საფარი და სხვ. 

   წყემში, „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი" ა(ა)იპ „საქართველოს სკაუტური მოძრაობის ორგანიზაციასთან" თანამშრომლობით  ატარებს სკაუტურ ბანაკს „თავგადასავალი 2019“.

  ბანაკი, რომელშიც აბაშელ ახალგაზრდებთან ერთად, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული ახალგაზრდებიც   დაისვენებენ,   ხვალ    გაიხსნება.

 

02-09-2019
აბაშის გერბი

აბაშის დროშა

ვიდეოკლიპი

აგვედევნეთ
 
 

 

ბანერები